воскресенье, 28 февраля 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე
გავიმეორეთ შეფასების სახეები;
განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების მაგალითები, კერძოდ თუ როგორ მოსწავლესთან გაკვეთილის  რა მოდალობის გამოყენება მოგვცემს უკეთესს შედეგს, ვისაუბრეთ  ვიზუალებთან, აუდიალებთან , კინესთეტიკებთან,,   ასევე ,,ტრანსლიატორებთან'' მუშაობის პრინციპებზე.

გავეცანით,,google  drave "-ს ანუ ვირტუალურ ფლეშკას, ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაცია,
ტრნინგი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მომეწონა. მადლობა

суббота, 27 февраля 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე.
მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, შევაფასეთ, მივიღეთ უკუკავშირი, გადავამოწმეთ  მთავარი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესაბამისობა პროექტთან.
     გავეცანით მე-5  მოდულს, შეფასებას .
გავიხსენეთ შეფასების ჩეკლისტი,
პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკა,
კოლაბორაციული შეფასება,
შეფასების დაგეგმვის ცხრილი,
შედეგების შედარება,
გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასება.
  განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია.
 აქტივობებს მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, პროექტზე მუშაობის წარმაეთვას.
  ტრენინგი საინტერესო იყო, ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.





воскресенье, 21 февраля 2016 г.

მე-6 დღე
        განვიხილეთ მოდული 4.
         შევეხეთ მთავარ კითხვას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლის შეფასების მიზნით.          
         კოლაბორაციული  მუშაობის მიზნით  შევქმნით  ჯგუფებს,  რომლებიც ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრს პროექტთან დაკავშირებით.
        პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს, საშუალებას მივცემ თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო შინაარსი,განახორციელოს  სამუშო ტიპები, რითაც წარმოაჩენს საკუთარ ინდივიდუალურობას. კოლაბორაციული მუშაობისას მოსწავლეებს უწევთ ინიციატივის გამოჩენა, რაც შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს მათთვის.
         მაგალითზე განვიხილეთ და ვნახეთ როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ  ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის. წარმოადგინოს პრეზენტაციის  ნიმუში, გასმოგვცეს პუბლიკაციით ( გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ბიულეტენი, ბლოგი).
     ჩემთვის სიახლე იყო, რომ ზუსტი ძიებისათვის შემიძლია   სამი მიმანიშნებელი სიტყვა ჩავსვა ბრჭყალებში  და ასე მოვიძიო იოლად, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.ტრენინგი საინტერესო იყო, მომეწონა.

суббота, 20 февраля 2016 г.

პროექტის მე-5 დღე
             გავეცანით მოდულ 3-ს -,, კავშირები".
            განვიხილეთ  მოდულის საკვანძო კითხვები, ამოცანები.
            შევეხეთ სტანდარტის მიღწევის საკითხს, საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ინტერნეტრესურსებს.
           გადავათვალიერეთ და გავიუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა.
           მივიღეთ საინტერესო რჩევები 21- საუკუნის უნარ-რჩევების მისაღწევად.
           შევეხეთ უკუკავშირის სახეებს, გავეცანით მეთოდებს, გავერკვიეთ მოსწავლეთა დასახმარებლად, მათი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის მიზნით, როგორი უკუკავშირი უნდა  გამოვიყენოთ.
           ძალიან მომეწონა ტექსტური რედაქტირების: ,,Reviewing Toolbar"- ის შესწავლა უკუკავშირისათვის, რაც ჩემთვის იყო სიახლე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი მუშაობის პროცესში.
            ვისწავლე რომელი ნიშნით აღინიშნება საავტორო უფლებებით დაცული მასალა.
            დღეს იყო ძირითადად  ტრენინგის  ტექნიკური, მხარის განხილვა, ჩატარდა საკმაოდ საინტერესოდ, შინაარსიანად, ძალიან მომეწონა.
            მადლობა!
          

воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრინინგის მე-4 დღე
   გავიარეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივობის 1 , 2, 3, 5 ნაბიჯები. მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები. სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.          გავერკვიე, როგორ მოვახდინო პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც სწავლებას ამოძრავებს შეფასება, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, უფრო თავდაჯერებულები და თვითრეგულირებადი ხდებიან. გავიხსენეთ პროექტის შეფასების 5 ძირითადი სტრატეგია:
სადაც მოიაზრება წინარე ცოდნის გახსენება, წახალისებისა და თვითრეგულირებადი სწავლების  ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგის,  გაგებისა და შემოწმების, გაგებისა და მონიტორინგის სტრატეგიები, რასაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.
    მომეწონა დროში გაწერილი შეფასების გეგმა პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც ასევე გამოვიყენებ,
    ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო და კმაყოფილი ვარ. გაამართლა ჩემი მოლოდინი. მადლობა.



суббота, 13 февраля 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე
 გავეცანით მოდული 2-ს ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"

   ვისაუბრეთ  მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებზე.დავაკონკრეტეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები არჩეული თემის შესაბამისად.  აღვნიშნეთ რამდენად მნიშვნელოვანია იმის დაზუსტება, მკაფიოდ გამოხატვა თუ რა გვსურს, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ.,  ნამუშევრები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს და ნათელი, არა ბუნდოვანი.
   ვიმუშავეთ და შევადგინეთ ბუკლეტი არჩეული თემის შესაბამისად, მივუთითე მიზნები და ამოცანები, აღვნიშნე პროექტის დადებითი მხარე, მსვლელობის ეტაპები, მასწავლებლის როლი, მშობელთა ჩართულობა.
       ტრენინგი ჩატარდა საინტერესოდ, გავეცანი ბევრ სიახლეებს შევაჯამეთ და გავიმეორეთ წინა ტრენინგის მნიშვნელოვანი დეტალებიც. მადლობა





воскресенье, 7 февраля 2016 г.

ტრენინგის 1-2 დღე

  გავეცანით ელექტრონულ წიგნში რესურსებს, ნავიგაციის პრინციპებს. სასურველი ინფორმაციის ჩანიშვნას,გადიდებას,ფერის არჩევასა და სასურველ ფერში დამახ-სოვრებას, წაშლას. ვისაუბრეთ ვიკიპედიასა და ბლოგზე. ახსნილი იქნა სიტყვა ,,ჩეკლისტი'', გავიხსენეთ წინარე ცოდნა, უკვე ნასწავლი 21- საუკუნის უნარ-ჩვევები პრო-
ექტში გამოყენების მიზნით. გადავიტანეთ გეგმის შაბლონი საასწავლო  პროექტის გეგმაში.

დავაკონკრეტეთ რესურსები, ვნახეთ პროექტის ნიმუშები, საიდანაც ნათელი გახდა რა უნდა გაგვეთვალისწინებინა პროექტის შექმნისას, კერძოდ,  სიახლეებთან , ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირება. მოგვეძიებინა მასალა ბავშვებისთვის ოჯახში ბებიებისაგან, სხვა წევრებისაგან, ბუნებაში დაკვირვებით და სხვ.

ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ვისაუბრეთ ბუკლეტებზე. ვნახეთ  ნიმუშები.

 ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.ჩემთვის  ძალიან ბევრი საინტერესო  მასალა ვნახე და გავიღრმავე ცოდნა პროექტთან დაკავშირებით.