воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრინინგის მე-4 დღე
   გავიარეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივობის 1 , 2, 3, 5 ნაბიჯები. მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები. სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.          გავერკვიე, როგორ მოვახდინო პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც სწავლებას ამოძრავებს შეფასება, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, უფრო თავდაჯერებულები და თვითრეგულირებადი ხდებიან. გავიხსენეთ პროექტის შეფასების 5 ძირითადი სტრატეგია:
სადაც მოიაზრება წინარე ცოდნის გახსენება, წახალისებისა და თვითრეგულირებადი სწავლების  ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგის,  გაგებისა და შემოწმების, გაგებისა და მონიტორინგის სტრატეგიები, რასაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.
    მომეწონა დროში გაწერილი შეფასების გეგმა პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც ასევე გამოვიყენებ,
    ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო და კმაყოფილი ვარ. გაამართლა ჩემი მოლოდინი. მადლობა.



2 комментария: