воскресенье, 7 февраля 2016 г.

ტრენინგის 1-2 დღე

  გავეცანით ელექტრონულ წიგნში რესურსებს, ნავიგაციის პრინციპებს. სასურველი ინფორმაციის ჩანიშვნას,გადიდებას,ფერის არჩევასა და სასურველ ფერში დამახ-სოვრებას, წაშლას. ვისაუბრეთ ვიკიპედიასა და ბლოგზე. ახსნილი იქნა სიტყვა ,,ჩეკლისტი'', გავიხსენეთ წინარე ცოდნა, უკვე ნასწავლი 21- საუკუნის უნარ-ჩვევები პრო-
ექტში გამოყენების მიზნით. გადავიტანეთ გეგმის შაბლონი საასწავლო  პროექტის გეგმაში.

დავაკონკრეტეთ რესურსები, ვნახეთ პროექტის ნიმუშები, საიდანაც ნათელი გახდა რა უნდა გაგვეთვალისწინებინა პროექტის შექმნისას, კერძოდ,  სიახლეებთან , ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირება. მოგვეძიებინა მასალა ბავშვებისთვის ოჯახში ბებიებისაგან, სხვა წევრებისაგან, ბუნებაში დაკვირვებით და სხვ.

ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ვისაუბრეთ ბუკლეტებზე. ვნახეთ  ნიმუშები.

 ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.ჩემთვის  ძალიან ბევრი საინტერესო  მასალა ვნახე და გავიღრმავე ცოდნა პროექტთან დაკავშირებით.


     

Комментариев нет:

Отправить комментарий